იულიან დრაქსლერი კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ლისაბონის „ბენფიკამ“ გერმანელი გარემარბი პსჟ-დან მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი პსჟ-ში 2016 წელს „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 198 მატჩში 26 გოლი გაიტანა.




