გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიურ კარიერაში მაღალ დონეზე კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში „ვალენსიამ“ თავის მოედანზე მადრდის „ატლეტიკო“ მიიღო და მარცხის (0:1) მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მამარდაშვილმა პირველ ტაიმში ჯერ ჟოაო ფელიქსის სახიფათო დარტყმული მოიგერია, ხოლო შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მასთან პირისპირ დარჩენილ მორატას ფეხი „დაუტოვა“ და არ გაატანინა. არადა, ამ ეპიზოდის საწყის ფაზაში კარი ნაჩქარევად დატოვა, მაგრამ საბოლოოდ „ატლეტიკოს“ თავდამსხმელს თავის გამოჩენის საშუალება მაინც არ მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსია“ მეტოქეს არაფერში ჩამორჩებოდა და როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში უფრო ხშირად უტევდა, გოლი მაინც გაუშვა. 66-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ანტუან გრზიმანის დარტყმის შემდეგ ბურთი მასპინძლების კაპიტან კარლოს სოლერს მოხვდა და კარში აღმოჩნდა.
„ვალენსიამ“ მატჩის მიწურულს დიდი ძალიან შეუტია და ორი სახიფათო კონტრშეტევა გამოეპარა, თუმცა მამარდაშვილი დამსახურებაა, რომ „ატლეტიკომ“ კიდევ მინიმუმ ორი გოლი არ გაიტანა. ქართველმა მეკარემ ჯერ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ და მასთან ერთი-ერთზე დარჩენილ ბელგიელ კარასკოს აუღი, ხოლო შემდეგ უკვე კარი გრიზმანს არ დაანება, რომელიც საჯარიმოში უკვე მარჯვნიდან შევიდა და მამარდაშვილთან ასევე მარტო დარჩა. განვლილ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ქართველ კიპერს ფეხით თამაშშიც აშკარად მომატებული აქვს. მით უმეტეს, “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო საჯარიმოდან ბურთის მოგერიების წინააღმდეგია და ტაქტიკას დაცვიდან თავდასხმაში მოკლე გადაცემებით ამოსვლაზე აწყობს.
„ვალენსიას“ 3 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.





