„კოპენჰაგენს“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, სეზონის არცთუ კარგად დაიწყო და დანიის სუპერლიგაში მე-4 თამაში წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდი ამჯერად სტუმრად გათამაშების ლიდერ „ნორსიელანდს“ დაუპირისპირდა და 1:3 წააგო.
ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 71-ე წუთზე შეცვალეს. „კოპენჰაგენი“, რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, 9 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის სუპერლიგის მე-7 ტურში სტუმრად „რუჟემბეროკს“ 1:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ „სლოვანში“ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კანკავა მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ზრინსკისთან“ საპასხუო შეხვედრაში ტრავმა მიიღო, განაცხადში არ იყო. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 12-გუნდიან ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობს.




