დავითაშვილი ბათუმელებს დაემშვიდობა და “ბორდოში” ითამაშებს

0
61

ზურიკო დავითაშვილი, რომელიც კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “ბორდოში” გააგრძელებს, ბათუმის “დინამოს” დაემშვიდობა.
“მოგესალმებით. მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება “ბათუმის დინამოსთან”. ამ გუნდში ჩემი ცხოვრების ძალიან პატარა პერიოდი გავატარე, თუმცა რამდენიმე თვემ ცხოვრებაში ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ის, რაც ბათუმში ყოფნის პერიოდში ხალხისგან ენერგიად მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება.
დიდი მადლობა ბათუმის “დინამოს” ყველა წევრს, Black Sea Pirates – Dinamo Batumi Fan-Club და ყველა გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ ზაფხულში თქვენი გახარება ევროტურნირების მატჩებში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბათუმის “დინამო” გააგრძელებს წარმატებით წინსვლას და გაახარებს ქართველ ხალხს” – დაწერა თავის ფეისბუქის გვერდზე 21წლის დავითაშვილმა, რომელმაც ბათუმელთა მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას “სლოვანის” კარიც აიღო.