კვეკვესკირმა და წიტაიშვილმა სეზონში პირველად მოიგეს

0
42

პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი მატჩი მოიგო.
პოზნანელები მე-7 ტურში შინ გლივიცეს „პიასტს“ დაუპირისპირდნენ და მე-5 წუთზე ალფონსო სოუზას გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგებლობაში იყო – კვეკვესკრიი მე-80 წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი – 88-ეზე. „ლეხი“ 4 ქულით  18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ შინ პოზნანის „ვარტასთან“ 0:2 წააგო. საქართველოს ნაკრების მცველი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. „კრაკოვია“ 10 ქულით მე-5 ადგილზეა.