„სიტი“ „ნიუკასლთან“ გადარჩა, ჰოლანდმა ისევ გაიტანა

0
51

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის მე-3 ტურში სტუმრად „ნიუკასლთან“ წაგებას გადაურჩა.
მოქმედი ჩემპიონი გიუნდოგანმა მე-5 წუთზე კი დააწინაურა, მაგრამ მომდევნო 50 წუთი განმავლობაში მასპინძლებმა მეტოქის კარი 3-ჯერ აიღეს. 28-ე წუთზე „სიტი“ ალმირონმა დაამწუხრა, 39-ეზე – ვილსონმა, ხოლო 54-ეზე – ტრიპიერმა.
ამის შემდეგ მანჩესტერელები გამოფხიზლდნენ და 61-ე წუთზე ჰოლანდმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. ის პრემიერ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 3 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
64-ე წუთზე „ნიუკასლს“ ბერნარდუ სილვამ გაუტანა და მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. „სიტი“ 7 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 2 ქულით ჩამორჩება.