საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში პსჟ სტუმრად „ლილს“ შეხვდა და 7:1 გაანაგდურდა.
კილიან მბაპემ ანგარიში მე-8 წამზე გახსნა და საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მან მეტოქის კარი კიდევ 2-ჯერ აიღო და 2022 წელს მეოთხე ჰეთ-თრიქი მიითვალა. პარიზელებიდან დუბლი ნეიმარმა გაიფორმა, ხოლო თითო გოლი ლიონელ მესიმ და ჰაკიმიმ გაიტანეს. ასევე, ნეიმარმა სამი საგოლე პასი შეასრულა, ხოლო მესიმ – ერთი.
ნეიმარმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მესიმ მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და თანაგუნდელებს 2-ჯერ გაატანინა.
ახალი მთავარი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით პარიზელებმა სეზონის საწყის 4 შეხვედრაში 5 ან მეტი გოლი გაიტანეს და „რეიმსის“ მიერ 1952-1953 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.





