საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია. „კოპენჰაგენის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ის დანიის სუპერლიგის მე-6 ტურში „ლუნგბიუსთან“ სტუმრად 3:0 მოგებულ მატჩში, განაცხადში ამის გამო ვერ მოხვდა. არადა, ხოჭოლავამ 16 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, რომელის დანიის დედაქალაქში „ტრაბზონსფორთან“ (2:1) შედგა, შეუცვლელად იასპარეზა.
მოქმედ ჩემპიონ „კოპენჰაგენს“ სეზონის სტარტი არცთუ კარი გამოუვიდა და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.





