„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალიდან“ ნახევარმცველი კაზემირო შეიძინა, რაც ინგლისურმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.
მანჩესტერელები ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველში „რეალს“ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან და კიდევ 10 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. კაზემიროს ხელფასი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კვირაში 350000 გირვანქა სტერლინგი იქნება.
ბრაზილიელი „რეალში“ 2013 წელს ჩაირიცხა, ხოლო 2014-2015 წლების სეზონი იჯარით „პორტუში“ გაატარა. მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა და სუპერთასი 3-3-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის თასი 5-ჯერ აღმართა, ესპანეთის თასს ერთხელ დაეუფლა, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში 3-ჯერ გაიმარჯვა. კაზემირომ „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 222 მატჩში 24 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




