ნიკა გაგნიძემ თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. „უმრანიესფორმა“, რომელსაც გორის „დილას“ ექსკაპიტანი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა მე-3 ტურში „გალათასარაის“ მიიღო და 0:1 დამარცხდა.
21 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ბატეფიმბი გომისმა გაიტანა.
გაგნიძე თურქულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა, რომლის ამოწურვის შემდეგ, „უმრანიესფორს“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.
„უმრანნიესფორი“ არსებობის ისტორიაში სუპერლიგაში პირველად თამაშობს და 1 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.





