აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში შინ ჩეხეთის პლზენის „ვიქტორიას“ ვერ მოუგო – 0:0.
ქართველი ფეხბურთელი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. აზერბაიჯანული გუნდის მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი მას შიდა ჩემპიონატში ათამაშებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ადგილობრივ მაჰამადალიევს ენდობა, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი პლზენში 23 აგვისტოს გაიმართება.




