აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ ისრაელში დამარცხდა

0
28

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად ისრაელის ჰაიფას „მაკაბისთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები მე-18 წუთზე პიერომ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 27-ე წუთზე საპასუხო ბურთი პეშიჩმა გაიტანა. მე-40 წუთზე „ცრვენა ზვეზდადან“ მეტოქის კარი კანგამ აიღო. 51-ე წუთზე პიერომ დუბლი შეასრულა. 61-ე წუთზე სერბების კარი ჩერიმ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
აზაროვი ევროთასებისთვის „ცრვენა ზვეზდას“ განაცხადში არაა და მას თამაშის საშუალება უკვე ჯგუფურ ეტაპზე ექნება.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 23 აგვისტო ბელგრადში შედგება.