სიმეონეს შვილი კვარაცხელიასთან ითამაშებს

0
46

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟი ჯოვანი სიმეონე „ნაპოლიში“ ითამაშებს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გამოდის.
ნეაპოლელებმა 27 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ვერონადა“ აიყვანეს და თუ უმცროსი სიმეონე გაცემულ ავანსს გაამართლებს, მის კონტრაქტს აუცილებლად გამოისყიდიან.
„ნაპოლი“ ჯოვანი სიმეონეს იჯარის სანაცვლოდ ვერონელებს 3,5 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო თანხა 12 მილიონი ევროა.
გასულ სეზონში სიმეონემ „ვერონას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას დებიუტი სერია A-ში “ვერონასთან” სტუმრად 5:2 მოგებულ მატჩში შედგა, ხოლო ქართველმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.