პაპუნაშვილმა სერბეთში საგოლე პასით დაიწყო

0
48

სერბეთის სუპერლიგაში გიორგი პაპუნაშვილი დებიუტი შედგა. მე-6 ტურში „რადნიჩკიმ“, რომელსაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი მიმდინარე კვირაში შეუერთდა შინ „ნოვი პაზართან“ 1:3 დამარცხდა.
პაპუნაშვილი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა. 77-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს, ხოლო ძირითადი დროის ბოლო წუთზე პაპუნაშვილის გადაცემის შემდეგ სტულიჩმა ანგარიში შეამცირა.
მასპინძლებში მცველმა ანტონ თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშა. „რადნიჩკი“ 5 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში.