კვეკვესკირი და წიტაიშვილი ევროთასებზე გამოსვლას განაგრძობენ

0
59

პოზნანის „ლეხი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა.
პოლონელებმა ისლანდიის „ვიკინგურთან“ სტუმრად პირველი თამაში 0:1 წააგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრის ძირითად დროში 2:1 მოიგეს, რის გამო, დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. პოზნანელებმა მეტოქის, რომელიც 110-ე წუთზე მოედანზე კაცნაკლული დარჩა კიდევ 2 გოლი გაუტანეს, პენალტი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე მოხვდნენ.
„ლეხის“ სასტარტოში არცერთი ქართველი იყო – კვეკვესკირი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო წიტაიშვილმა, რომელსაც ნიდერლანდელი მწვრთნელი ჯოვ ვან დე ბრომი დიდად არ წყალობს, თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
„ლეხი“ პლეი-ოფში ლუქსემბურგის „დუდელანჟს“ შეხვდება – პირველი მატჩი 18 აგვისტოს პოლონეთში ჩატარდება, საპასუხო კი 25 აგვისტოს დუდელანჟში.