“სლოვანი” ევროპა ლიგიდან გავარდა – ჩაკვეტაძის გაცუდებული პენალტი

0
54

მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი სლოვაკები სტუმრად საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ დაუზავდნენ – 1:1. საპასუხო შეხვედრაში პირეოსელები 54-ე წუთზე ზინკეგარნელმა დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საპონიჩმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 3 წუთში აბენამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
გუნდებმა დამატებითი 30 წუთი ითამაშეს და 101-ე წუთზე კამარამ ბერძნები ისევ წინ გაიყვანა. 108 წუთზე შეუცვლელად მოთამაშე გურამ კაშიას გადაცემის მერე ბრატისლაველებმა ანგარიშში თანაფარდობა ისევ აღადგინეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს. ასევე, თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ და მისდა სამწუხაროდ, როდესაც პენალტების სერიაში ანგარიში 3:3 იყო, თავისი შანსი ვერ გამოიყენა. „ოლიმპიაკოსიდან“ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მატიე ვალბუენამ გაიტანა და პირეოსელები პლეი-ოფში გაიყვანა.
“სლოვანი” კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც ბოსნიის “ზრინსკის” შეხვდება – პირველი მატჩს სტუმრად 18 აგვისტოს ჩაატრებს, ხოლო საპასუხოს შინ – 25 აგვისტოს.