აბურჯანიას წარმატებული დებიუტი კონფერენს ლიგაში

0
34

გიორგი აბურჯანიამ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის „ჟილ ვისენტეში“ პირველად ითამაშა. ბარსელუშელებმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ლატვიის „რიგასთან“ 1:1 დაასრულეს, ხოლო საპასუხო მატჩში მეტოქე 4:0 დაამარცხეს და პლეი-ოფში ითამაშებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ.
„ჟილ ვისენტე“ პლეი-ოფში „ალკმაარს“ შეხვდება – პირველი თამაში 18 აგვისტოს ნიდერლანდებში ჩატარდება, ხოლო ერთი კვირის მერე გუნდები პორტუგალიაში დაუპირისპირდებიან.