ბაქოს „ნეფთჩი“, რომელშიც სოლომონ კვერკველია და ვატო არველაძე ირიცხებიან, კონფერენ ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა.
აზერბაიჯანელებმა პირველ შეხვედრაში შინ ავსტრიის „რაპიდს“ 2:1 სძლია, ხოლო საპასუხო მატჩის ძირითად დროში 0;1 წააგეს და შესაბამისად, დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმები დაინიშნა.
ავსტრიელებმა გადამწყვეტი გოლი 112-ე წუთზე გაიტანეს და პლეი-ოფში ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი კვერკველია „ნეფთჩის“ სასტარტოში იყო და 118-ე წუთზე შეცვალეს. არველაძე, რომელიც გუნდს გასულ კვირაში შეუერთდა განაცხადში ვერ მოხვდა.





