ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარ მწვრთნელ ოლივერ გლასნერს მიაჩნია, რომ გამარჯვება ნებისმიერ გუნდთან შესაძლებელია და გამონაკლისი არც მადრიდის „რეალია’. მან ამის შესახებ დღეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში უეფას ევროპის სუპერთასზე ესპანურ გრანდთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რეალის“ დონის გუნდთან და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომნარდირ ქარიმ ბენზემას წინააღმდეგ როდესაც თამაშობ საუკეთესო ფეხბურთი უნდა აჩვენო. მომავალ მატჩს მოუთმენლად ველოდებით.
შეხვედრა „რეალთან“, რომელმაც გასულ სეზონში ევროპის რამდენიმე საუკეთესო გუნდი დაამარცხა ჯილდოა ჩვენს მიერ ჩატარებული დაუჯერებელი სეზონისთვის. ევროპის ლიგაში დავამტკიცეეთ, რომ შანსი ყოველთვისაა და „რეალთან“ მატჩი გამონაკლისი არაა. თავდაჯერებულნი ვითამაშებთ, რადგან ჩვენი ძალა ვიცით“ – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი გლასნერს, რომელმაც გასულ სეზონში „აინტრახტს“ ევროპა ლიგა მოაგებინა.
„რეალი“ – „აინტრახტის“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.





