მამარდაშვილს მთავარი კონკურენტი გამოაკლდა

0
26

„ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი იასპერ სილესენი „ნაიმეგენში“ დაბრუნდა. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მეკარემ ესპანურ კლუბში გატარებული სამი სეზონის განმავლობაში 51 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაუშვა.
33 წლის ფეხბურთელმა „ნაიმეგენთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სილესენმა თავისი პროფესიონალური კარიერა სწორედ ნაიმეგენელთა რიგებში დაიწყო, სადაც 2010-2011 წლებში გამოდიოდა.