პსჟ-მ ვეინალდუმის ფასი დაასახელა

0
15

პსჟ მზადაა ზაფხულის სატანსფერო ფანჯრის დროს ჟორჟინიო ვეინალდუმი გაყიდოს და მისი ფასიც დაასახელა. კერძოდ, იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მზადაა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ 10 მილიონ ევროდ გაყიდოს.
31 წლის ვეინალდუმის დამატება „რომას“ სურს. თუმცა, იტალიურ კლუბს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს და მზადაა ხელფასის 50% გადაუხადოს, რომელიც პსჟ-ში წელიწადში 7 მილიონ ევროს შეადგენს. „რომაში“ გადასვლა თავად ვეინალდუმსაც სურს, რომელმაც გასულ სეზონში პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.