მილიტაომ „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
12

ედერ მილიტაომ მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა ხელშეკრულება 2028 წლამდე დადო. მას მადრიდელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებდა.
კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მილიტაოს ხელფასი წელიწადში 3,5 მილიონი ევროდან 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა.
24 წლის ბრაზილიელთან ახალი კონტრაქტის დადების შესახებ „რეალი“ ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატებში გასამართი ტურნედან დაბრუნების შემდეგ განაცხადებს.
მილიტაო 2019 წელს „რეალში“ „პორტუდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 91 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ მოიგო, ამდენჯერვე ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო ერთხელ – ჩემპიონთა ლიგის თასს.