სადიო მანე 2022 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან ჯილდო მაროკოში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე მიიღო.
მანემ, რომელიც მიმდინარე ზაფხულში „ლივერპულიან“ „ბაიერნში“ გადავიდა გამოკითხვაში ყოფილ თანაგუნდელ ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს და „ჩელსის“ სენეგალელ მეკარე ედუარ მენდის აჯობა.
გასულ სეზონში, 30 წლის გარემარბმა ლივერპულელებთან ერთად ინგლისის ასოაციაციის თასი და ლიგის თასი მოიგო, ხოლო პრემიერ ლიგაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. გარდა ამისა, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ დამარცხდა.
ამასთანავე, მანე სენეგალის ნაკრებს დაეხმარა ისტორიაში პირველად აფრიკის თასი მოეპოვებინა, სხვათა შორის, სენეგალის ეროვნული გუნდი აფრიკაში წელს საუკეთესოდ ამავე ცერემონიაზე აღიარეს.