დანი ალვეში კარიერას მექსიკაში განაგრძობს

0
16

დანი ალვეში კარიერას მექსიკის ჩემპიონატში განაგრძობს. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა კონტრაქტი „პუმასთან“ გააფორმა.
39 წლის ალვეშის ბოლო კლუბი „ბარსელონა“ იყო, რომელიც მან პირველ ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მან გასულ სეზონში ესპანურ გრანდში ყველა ტურნირში 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.