ოლექსანდრ ზინჩენკო კარიერას ლონდონის „არსენალში“ განაგრძობს. ეს ინფორმაცია „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაადასტურა.
„ის „არსენალში“ გადადის. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრს იმისთვის რაც „სიტიში“ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ გააკეთა. გუშინ, ალექსთან ერთად კარგი დრო გავატარეთ, რადგან მას სათანადოდ დავემშვიდობეთ. სამზუხაროდ, იმავე რაჰიმ სტერლინგთან და გაბრიელ ჟესუსთან ვერ მოვახერხეთ“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი „სიტიში“ 2016 წელს რუსეთის პრემიერ ლიგის „უფადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 128 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან ინგლისის პრემიერ ლიგა 4-ჯერ მოიგო, ინგლისის ასოციაციის თასი – ერთხელ, ხოლო ლიგის თასი – 3-ჯერ.
„არსენალმა“ 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 32 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.