იტალიის „რომამ“ პაულუ დიბალა წარადგინა. რომაული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „რომაში“ 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
28 წლის არგენტინელი დედაქალაქელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გდავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა.