მარგველაშვილმა ზაგრებში არ წააგო, გუგეშაშვილმა „ციურიხთან“ მოიგო

0
32

ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპი“, რომელშიც გაგი მარგველაშვილი გამოდის, ჩემპიონტა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად გაცილებით სახელოვან მეტოქე ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდა და არ წააგო.
სტუმრებიდან 25-ე წუთზე ანგარიში ქუევენმა გახსნა, ხოლო ადემიმ საპასუხო ბურთი 44-ე წუთზე გაიტანა. ზაგრებელები 86-ე წუთზე პეტკოვიჩმა დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში ცეპჰასმა მატჩში წერტილი დასვა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა „შკუპიში“ შეუცვლელად ითამაშა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 26 ივლისს შედგება.
აგდამის „ყარაბაღმა“ შვეიცარიის „ციურიხი“ მიიღო და 3:2 სძლია. აზერბაიჯანული გუნდის სათადარიგოთა სკამზე მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იჯდა, რომელსაც არ უთამაშია.