უგრეხელიძე “სიონში” აღარ ითამაშებს

0
52

ბოლნისის “სიონის” ხელმძღვანელებმა ლაშა უგრეხელიძის სურვილი დააკმაყოფილეს და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი შეწყდა.
22 წლის მცველი ბოლნისელთა რიგებში 2019 წლის სეზონიდან თამაშობდა. მან საერთო ჯამში 76 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
“სიონი” მოსამზადებელ ეტაპს ბოლნისში გადის, სადაც უჩა სოსიაშვილს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული. უახლოეს დღეებში იგეგმება გულშემატკივართან შეხვედრა და ინფორმაციის დეტალურად მიწოდება გუნდში არსებულ სიტუაციაზე, ასევე მოხდება ახალწვეულების წარდგენა.