ივანიაძე “დილადან” სათამაშოდ ყაზახეთში წავიდა

0
40

გიორგი ივანიაძემ გორის “დილა” დატოვა და კარეირას ყაზახეთის პრემიერ ლიგაში ითამაშებს. 22 წლის თავდამსხმელი “დილას” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში გოლი არ გაუტანია. ის “ყიზილჟარში” მეორე ქართველი ლეგიონერი იქნება, რადგან მანამდე გუნდს ფორვარდი  ელგუჯა ლობჯანიძე შეუერთდა.
ივანიაძე “დილას” გარდა, კარიერის განმავლობაში ქობულეთის “შუქურაში”, “გაგრაში”, თბილისის “შევარდენში”, “სამტრედიაში”, მარტვილის “მერანში” და ბოლნისის “სიონში” გამოდიოდა.