უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქე გაირკვა. იმ შემთხვევაში თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი პოლონეთის პოზნანის “ლეხის” ბარიერს დაძლევს, მაშინ ისლანდიის “ვიკინგურსა” და უელსის “ნიუს საინტსს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 4 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 11 აგვისტოს.
მთავარი ნიუსი კონფერენს ლიგაზე ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქე გაირკვა