დიბალა „რომაში“ ითამაშებს – არგენტინელს პირადად მოურინიომ დაურეკა

0
13

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი პაულო დიბალა კარიერას „რომაში“ განაგრძობს. არჩევანის გაკეთების დროს არგენტინელი თავდამსხმელისთვის გადამწყვეტი რომაელთა მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს სატელეფონო ზარი აღმოჩნდა. პორტუგალიელი სპეციალისტი დიბალას იმ პროექტის შესახებ ესაუბრა, რომელშიც „რომაში“ განახორციელებენ და სადაც დიბალა წამყვანი ფიგურა იქნება.
არგენტინის ნაკრების ფორვარდი „რომასთან“ კონტრაქტის 2025 წლამდე გააფორმებს და მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება ბონუსების გათვალისწინებით.
28 წლის დიბალა პორტუგალიაში გაფრინდა, სადაც „რომა“ ახალი სეზონისთვის ემზადება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.