ცოტნე მონიავამ მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 28 წლის სპეციალისტი მარტვილელებს 2021 წლის იანვრიდან წვრთნიდა. მისი გაშვება მით უფრო გასაკვირია, რომ „მერანი“ 8-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში 22 ქულით მეორე ადგილზეა – ლიდერ „შუქურას“ 10 ქულით ჩამორჩება.
გასულ სეზონში „მერანს“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შანსი ჰქონდა, მაგრამ პლეი-ოფში 2 მატჩის ჯამში ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა.
მთავარი ნიუსი მარტვილის „მერანი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა