„ჰალი“ ლობჟანიძის ფასს ვერ შეწვდა

0
65

საბა ლობჟანიძის ტრანსფერი თურქეთის „ჰათაისფორიდან“ შოთა არველაძის გაწვრთნილ ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალში“ არ შედგა.
ქართველ სპეციალისტს ლობჟანიძის თავის გუნდში ხილვა ძალიან სურდა, მაგრამ „ჰათაისფორის“ მიერ ტრანსფერის სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას „ჰალი“ ვერ შეწვდა. ეს ინფორმაცია შოთას ტყუპისცალმა არჩილ არველაძემ დაადასტურა.
27 წლის  ლობჟანიძემ „ჰათაისფორის“ შემადგენლობაში 2021-2022 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში (28 სასტარტოში) 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.