„ზაგლებიემ“ გიორბელიძე და გაფრინდაშვილი წარადგინა

0
31

ლუბინის „ზაგლებიემ“ ორი ქართველი ლეგიონერი წარადგინა. პოლონური კლუბის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელი ავსტრიის „ვოლფსბერგერის“ საკუთრება იყო და გასული სეზონი იჯარით მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“ გაატარა, სადაც 18-ჯერ ითამაშა.
ბათუმის „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე გაფრინდაშვილმა ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე დადო. ის ბათუმის „დინამოში“  2019 წელს გადავიდა, სადაც ჩატარებულ 79 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.