კულიბალი „ჩელსიში“ ითამაშებს

0
25

ლონდონის „ჩელსიმ“ ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი დაიმატა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 31 წლის სენეგალელმა ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ნაპოლიმ“ კულიბალის სანაცვლოდ 38 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო კიდევ 2 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. სენეგელის ეროვნული ნაკრების უკანახაზელის ხელფასი „ჩელსიში“ წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.
კულიბალი „ნაპოლიში“ 2013-2022 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 317 მატჩში 14 გოლი გაიტანა.