ქუთაისის „ტორპედომ“ მცველი ბაქარ მირცხულავა გაუშვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მირცხულავა „ტორპედოში“ 2011-2012, 2014-2016 და 2020-2022 წლებში თამაშობდა. მან საერთო ჯამში ქუთაისელთა მაისურით 75 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე ლისაბონის „ბენფიკას“ სარეზერვო გუნდში, მოლდოვურ კიშინიოვის „ზიმბრუში“, ზუგდიდის „დინამოში“, ქობულეთის „შუქურაში“ და გორის „დილაში“ გამოდიოდა.
მთავარი ნიუსი „ტორპედო“ მირცხულავას დაემშვიდობა