ფედერიკო ბერნარდესკი კარიერას MLS-ში განაგრძობს. იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონმა „ტორონტოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
ბერნარდესკი კანადურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთა, რადგან ტურინის „იუვენტუს“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ის „ტორონტოში“ მესამე იტალიელი იქნება „სკუადრა აძურას“ კიდევ ორ წევრ დომენიკო კრიშიტპს და გარემარბ ლორენცო ინსინიესთან ერთად.
28 წლის ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017-2022 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 183 მატჩში 12 გოლი გაიტანა.