მილოშ გლიგორიევიჩის პრეკონფერენცია -20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

0
15

დღეს, თბილისში სტარტი აიღო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის თამაშებმა. კალათბურთში, ამ მასშტაბის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 19 გუნდი ასპარეზობს, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრებიც გახლავთ.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები ისვენებდა. თამაშების მსვლელობისას, ახალაშენებულ “თბილისი არენაზე” ჩვენი ნაკრების სერბი მწვრთნელი – მილოშ გლიგორიევიჩი და გუნდის მენეჯერი შალვა ონიანი მოვიდნენ, რომლებმაც ჟურნალისტებთან მომავალი ტურნირის შესახებ კომენტარები გააკეთეს (იხილეთ ვიდეო).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.
გათამაშების სისტემის მიხედვით თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. B დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი A დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ.