კრისტიან ერიქსენი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძობს. ინგლოსური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიელმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
ერიქსენმა გასული სეზონის პირველი ნახევარი გულზე გადატანილი ოპერაციის მიზეზით გამოტოვა, რომლის დროს მას კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. სეზონის მეორე ნახევარში მან “ბრენტფორდში” 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა.
დანიის ნაკრების შუახაზელი “ბრენტფორდის” გარდა პრემიერ ლიგაში ლონდონის “ტოტენჰემში” თამაშობდა, სადაც 2013-2020 წლებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 305 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 69-ჯერ აიღო.