ლევან გეგეჭკორი ისევ ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს. 28 წლის მცველი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. ის ქუთაისელთა შემადგენლობაში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გეგეჭკორი “ტორპედოში” 2018-19 წელს ირიცხებოდა. მან 46 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, პლუს 7 საგოლე პასი გააკეთა. გეგეჭკორი ქუთაისში დაბრუნებამდე ბოლო 3 სეზონი ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა.
მან კარიერა მარტვილის “მერანში” დაიწყო. ასევე, ქობულეთის “შუქურაში”, საჩხერის “ჩიხურაში” და “რუსთავში” გამოდიოდა.



