“ბარსელონამ” ბრაზილიელი გარემარბი რაფინია წარადგინა. ესპანურმა გრანდმა მის სანაცვლოდ “ლიდსს” 58 მილიონი ევრო გადაუხადა და ბონუსების გათვალისწინებით შესაძლოა თანხა 67 მილიონამდე გაიზარდოს.
25 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მან “ლიდსში” ბოლო 2 სეზონი გაატარა და 67 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
რაფინიამ კარიერას პორტუგალიის “ვიტორია გიმარაეშში” დაიწყო, ხოლო შემდეგ ლისაბონის “სპორტინგში” და “რენში” გამოდიოდა, საიდანაც “ლიდსს” მიაშურა.