გორის “დილას” უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე დემჩენკომ ფინეთის კუპსთან ორრაუნდიანი დაპირისპირება შეაფასა. კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები პირველ მატჩში სტუმრად 0:2 დამარცხდნენ, ხოლო შინ უგოლო ფრე ითამაშეს.
ანდრეი დემჩენკო: “ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, რომელიც თამაშს დაცვიდან კონტრშეტევაზე აგებდა, ორივე მატჩში მომენტნები საკმარისად შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. ფაქტი ასეთია 0 გატანილი გოლი. შემტევ ხაზში თორნიკე კაპანაძე მატჩისწინა ვარჯიშზე გამოგვაკლდა, სპანდერაშვილს კი ძალიან დიდი დრო გაუცდა, რის გამოც მცდელობების მიუხედავად სასურველ შედეგს ვერ აღწევდა – რეალობა უნდა მივიღოთ და გუნდში სუსტი მხარეების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ.
არბიტრებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მათ ბრწყინვალედ იმუშავეს. ერთადერთი რამ, რაც გასათვალისწინებელი აქვთ, ეს არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ფსიქოლოგიურ ნაწილზე ყურადღების გამახვილებაა. კუპსი 2:0-ს იგებდა, მატჩის ბოლოს დრო გაჰყავდათ, ყველაფერზე ძირს წვებოდნენ. ერთ შემთხვევაში რომ მაინც გაეფრთხილებინა ისინი, სხვა იმავეს აღარ გაიმეორებდა.
მეტოქე მთელი მატჩის მანძილზე იმიტირებდა, ექიმებს ეძახდა. მაგრამ არაფერია, ახალგაზრდა მსაჯები არიან და პრობლემა არაა. საერთოდ, შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც ფინეთში მოხდა. შვეიცარიელმა რეფერიმ ლამის ჭკუიდან გადაგვიყვანა, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, რაც რეალობისგან შორს იყო. ეს მოქმედებები ქართული ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენად და ჩვენს მიმართ არასათანადო მობყრობის მაგალითად მიმაჩნია.
ნიკა გაგნიძის გუნდში დატოვებას, ცხადია ვეცდებით. გასული სეზონის შემდეგ ისედაც 3 ლიდერი დავკარგეთ: ბიძინაშვილი, კამარა და გუგეშაშვილი. ამ დანაკლისს ახლა ვგრძნობთ. ვფიქრობდით, რომ მათ შემცვლელებს ვიპოვიდით, თუმცა როგორც ხედავთ, არ გამოგვივიდა. სამივე საკუთარ პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობდა. გაგნიძე გუნდის ლიდერია, ახალგაზრდა, აქტიური ნიჭიერი ფეხბურთელია. მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და ვნახოთ როგორი იქნება მისი მომავალი.
ღუდუშაურის შეცვლის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი გუნდი 11 ფეხბურთელით ვუტევთ და დაცვაზეც ვფიქრობთ. შეტევის დროს, ჩვენი დაცვის ხაზი უკანა ფლანგის ორგანიზებაზე ფიქრობს, რათა ბურთის დაკარგვის შემთხვევაში თავდაცვა ეფექტიანად მოვახერხოთ. ღუდუშაური კი მეტწლიად შეტევაზე ფიქრობდა და დაცვით ასპექტს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, რის გამოც ჩიტეიშვილს პრობლემები ექმნებოდა. მარტო შეტევაში კარგად თამაში საკმარისი არაა, დაცვაშიც უნდა იმუშავო. ამასთანავე, რამდენჯერმე ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგა.
ჩვენ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და მხარდაჭერა გამოვუხადე. ვუთხარი, რომ მჯერა მისი, მაგრამ ბოლო შეხვედრებში კარგად არ გამოიყურებოდა. ის ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადი უნდა იყოს და მშვიდად რეგირება მოახერხოს. მე ტოლერანტული მწვრთნელი ვარ, მესმის რომ ახალგაზრდაა, მაგრამ საკუთარ ფსიქოლოგიურ მხარეზე უნდა იზრუნოს, რადგან მსგავსი მოქმედებები ხელს ფეხბურთის თამაშში შეუშლის”.
მთავარი ნიუსი “დილას” თავკაცი: “მომენტების რეალიზაციამ თავი იჩინა”