აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში NBA-ს საზაფხულო ლიგა მიმდინარებს. მეორე ტურის მატჩში “მილუოკი ბაქზი” “ბოსტონ სელტიკსს” დაუპირისპირდა და დრამატულ დაპირისპირებაში 109:111 დათმო.
“ხარირმების” ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 28 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. სანდრომ თამაშიდან 19-ჯერ ესროლა ბურთი და 9 ჩააგდო (14-დან ექვსი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი, ათიდან შვიდი საჯარიმო).
მომდევნო ტურში “მილუოკი” “მინესოტა თიმბერვულვზს” დაუპირისპირდება.