„იბერია“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ევროპა ლიგზე გადაერთო

0
0

თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგუს 2026-2027 წლის გათამაშებას გამოეთიშა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას „სლოვანთან“ შინ პირველ მატჩში 0:2 დამარცხდა, ხოლო სტუმრად ფრე ითამაშა.
მატჩის მე-12 წუთზე მაროში თბილისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ კარს ბურთი მცირე მანძილით გადააცილა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან ზვიად ნაჭყებია შევიდა და შორეულ კუთხეში შეეცადა ბურთის „მოჭრას“, რომელსაც მეკარე დაეუფლა.
ამას „სლოვანის“ კონტრშეტევა მოჰყვა და იარანგიმ „იბერიას“ საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი მაროში მოძებნა, რომლის დარტყმული გიორგი ჯინჯოლავამ დაბლოკა.
35-ე წუთზე კრუზმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო კართან ახლოს მდგომმა იარაჯანგიმ თავით ანგარიშის გახსნის კარგი შანსი გაუშვა.
44-ე წუთზე ბლექმენის პასის შემდეგ, თავის საჯარიმოში მყოფმა ლუქსემბურგელმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია, ხოლო კუხარევიჩმა საჰაერო ორთაბრძოლაში გიორგი ამისულაშვილს აჯობა და თავით ანგარიში გახსნა – 1:0.  ტაიმის ბოლო წუთზე „სლოვანის“ კონტრშეტევა სახიფათო დარტყმით მაროშმა დაასრულა და გიორგი მაკარიძემ ბურთი მოიგერია.
51-ე წუთზე ბლექმენმა ბრატისლაველთა ნახევარზე თავით ცუდი პასი გაუკეთა პარტნიორს და ბურთს ნიკა სიხარულაშვილი დაეუფლა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
72-ე წუთზე ჯინჯოლავამ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, რომელიც იბრაჰიმს დარჩა და საჯარიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ მაკარიძემ არ გაატანინა, მაცუოკას დამატებულის შემდეგ, კი „იბერია“ მეორე გოლის გაშვებისგან ისევ მეკარემ იხსნა.
78-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჯინჯოლავამ საჯარიმოში ჩააწოდა და კარიდან გამოსულ სლოვაკების მეკარეს ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომელიც ნიკოლზ დადიანთან აღმოჩნდა და ამ უკანასკნელმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.
შეხვედრის ბოლო წუთზე კრუზმა მარცხენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულების დროს, ბურთი „იბერიას“ კართან ჩაჰკიდა და მაკარიძე გამოსვლაზე შეცვდა, ხოლო ტომაშკომ ახლო მანძილიდან თავით ვერ გაიტანა.
„იბერია“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ შეხვდება.
„სლოვანი“ (ბრატისლავა) – „იბერია“ (თბილისი) 1:1 (1:0)
29 ივლისი. ბრატისლავა. სტადიონი „ტეჰელნე პოლე“.

„სლოვანი“: პოპოვიჩი, ბლეკმენი, ბაირიჩი (კ), მარკოვიჩი, კრუზი, მარტინესი (იბრაჰიმი, 63), პოკორნი, გაიდოში (მაცუოკა, 71), მაროში (მუსტაფიჩი, 71), კუხარევიჩი (ტომაშკო, 84),  იარაჯანგი (ზუბერუ, 63).
მთავარი მწვრთნელი: იაია ტურე.
„იბერია“: მაკარიძე, ჯინჯოლავა (კ), სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი, 76), კუცია (ბართიშვილი, 55), ქარდავა (ალჰასანი, 55), დადიანი, კაფე (ძაგანია, 65), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე, 76).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
გოლები: 1:0 კუხარევჩი (44), 1:1 სიხარულაშვილი (51)
გაფრთხილება:
კრუზი (26), ბლექმენი (37), ნაჭყებია (52), კაფე (64), დადიანი (90+2)
მთავარი მსაჯი:
კრისტიან-პეტრუ ჩიოჩირცა (ავსტრია)
ლაშა თაბაგარი