მესუტ ოზილი სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ აღარ ითამაშებს. NTV Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი და კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხდნენ. ოზილი გუნდს მარტში მაშინდელ მთავარ მწვრთნელ ისმაილ კარტალთან კონფლიქტის გამო ჩამოაშირეს. მან „ფენერბაჰჩეში“ ბოლო მატჩი 20 მარტს ჩაატარა.
თურქული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ფეხბურთელი შემადგენლობაში არ დააბრუნა და იმ მოთამაშეთა შორის არ შეიყვანა, რომლებიც ახალი სეზონისთვის ემზადებიან.
ოზილი „ფენერბაჰჩეში“ 2021 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 32 მატჩში 11 საგოლე პასი გააკეთა.