გია გეუჩაძისთვის გასაკვირი არაა, რომ ბრატისლავის “სლოვანთან” დაპირისპირებას თან მღელვარება ახლავს, რადგან მომავალი მატჩი მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონთან შინ გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გია გეგუჩაძე: “მე ასე სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი ქართული კლუბების მიმართ და არ მგონია, რომ მხოლოდ ბათუმის “დინამო” დაიცავს ქართული ფეხბურთის ღირსებას, არამედ ვფიქრობ, სხვა კლუბებიც დაიცავენ. ჩვენ კი, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი თავი უმაღლეს დონეზე წარმოვაჩინოთ. ფსიქოლოგიური წნეხი ყოველ მატჩს აქვს და გარკვეულწილად ნებისმიერი გამოცდილი თუ გამოუცდელი ფეხბურთელი ყველა ნერვიულობს, მაგრამ იმედი მაქვს ეს თამაშზე გავლენას არ მოახდენს. ჩვეულებრივად ვემზადებით, ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია.
ზარია ორი დღეა ვარჯიშობს და ალბათ ვერ გამოვა, დანარჩენები მზადყოფნაში არიან. გაფრინდაშვილზე დიდი ხანია, უცხოეთიდან იყო მოთხოვნა და ჩვენ მივეცით საშუალება, რომ წასულიყო. იმედია, პროგრესს გააგრძელებს და შესაძლოა ნაკრების წევრიც გახდეს.
მადლობა გულშემატკივართა დიდ არმიას. სანამ სლოვაკეთში წავიდოდით, უკვე ვიცოდით, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ფავოტირი მაინც უხერხული სიტყვაა, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება”.
ბათუმის “დინამოსა” და ბრატისლავას “სლოვანის” შეხვედრა ბათუმის ახალ არენაზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება,
მთავარი ნიუსი გია გეგუჩაძე: “მნიშვნელოვანია თამაშია, რომელსაც მღელვარება თან ახლავს”