თემურ ჩოგაძე კარიერას ყაზახეთის პრემიერ ლიგაში განაგრძობს. 24 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი ყარაგანდის „შახტიორთან“ გააფორმა. ყარაგანდელტა პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „შახტიორი“ 17 ქულით ყაზახეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ჩოგაძე ყარაგანდაში წასვლამდე „გაგრაში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ასევე, ის კარიერის განმავლობაში „საბურთალოში“, ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, ქუთაისის „ტორპედოში“, უკრაინის დონეცკის „ოლიმიკში“, „ინგულეცში“ და „თელავში“ თამაშობდა.
მთავარი ნიუსი ჩოგაძე ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს