გიორგი ჩაკვეტაძის მიზანი ბრატისლავას “სლოვანში” მაქსიმალურად ბევრი მატჩის ჩატარებაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც სლოვაკურ კლუბში ბელგიის “გენტმა” გაანათხოვრა, ამის შესახებ ბრატისლაველთა პრესსამსახურთან ისაუბრა.
გიორგი ჩაკვეტაძე: “დაწყება გამიჭირდა, რადგან მანამდე გუნდთან ერთად მხოლოდ ორი დღე ვვარჯიშობდი. ჯერ არ ვიყავი 100%-ით ფორმაში. ვფიქრობ, რომ გუნდთან ერთად დამატებითი ვარჯიშის შემდეგ ჩემი გამოსვლა წინა ჯერზე უკეთესი იქნება, მათ შორის ფიზიკური თვალსაზრისითაც. ახალ კლუბში უნდა მოერგო თანაგუნდელებს და შეეგუო მათ. ჯერჯერობით კარგად ვარ და მჯერა, რომ დღითი დღე უკეთესები ვიქნებით.
ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, ბრატისლავაც ძალიან კარგი ქალაქია. რა თქმა უნდა, აქ იმისთვის ვარ, რომ „სლოვანში“ მაქსიმალურად ბევრი ვითამაშო. ახლა კი ბათუმის „დინამოსთან“ მოგების გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობ.
ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ნორმალურია. ჩვენ მხოლოდ მატჩზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და არ ვიფიქროთ ამინდზე ან სხვა რამეზე. ვიცით, რომ ბათუმში ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა, მაგრამ სტადიონის ატმოსფერო ჩვენთვისაც სასიამოვნო იქნება. რთული დუელი გველის და კარგად ვიცით, რომ ვინც მოიგებს, შემდეგ ეტაპზეც ის გავა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვება ჩვენს დაგვრჩეს.
არ მინდა, ამ თემას დავუბრუნდე და მხოლოდ წინ ვიყურები. მთავარია, ჯანმრთელად და კარგ ფორმაში ვარ. მოუთმენლად ველოდები „სლოვანში“ თამაშს და მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია კარგ შედეგებს მივაღწიოთ. ამ დროისთვის მე მხოლოდ ერთ მიზანზე ვფიქრობ – ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრაზე“.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “სლოვანი” ბათუმის “დინამოს” 13 ივლისს შეხვდება. მომავალი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
მთავარი ნიუსი გიორგი ჩაკვეტაძე: “სლოვანში“ მაქსიმალურად ბევრი უნდა ვითამაშო”