„ლივერპულმა“ მარჯვენა მცველი ნეკო უილიამსი პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ „ნოტინგემ ფორესტში“ გაყიდა. უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნოტინგემელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ლივერპულმა“ 21 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ 17,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. გარდა ამისა, თუ „ნოტინგემი“ მომავალში უილიამსს გაყიდის, მერსისაიდელებს ტრანსფერის თანხიდან 15% ერგებათ.
უილიამსი „ლივერპულის“ აღზრდილია. მან ყველა ტურნირში 33 მატჩი ჩაატარა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი „ფულემში“ გაატარა, სადაც ჩემპიონშიფში 14-ჯერ ითამაშა და 2 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.