ერიკ ტენ ჰაგი: „რონალდუ არ იყიდება“

0
40

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ არ იყიდება.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მანჩესტერელებს სეზონის წინ ტაილანდში და ავსტრალიაში ტურნეში არ გაჰყვა, რის შემდეგ, გავრცელდა ჭორები კლუბიდან მისი სავარაუდო წასვლის შესახებ.
თუმცა, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რონალდუსთან განშორება გამორიცხა:
„ის ჩვენთან პირადი პრობლემის გამო არაა. მომავალ სეზონში რონალდუს იმედი გვაქვს და ამით ყველაფერი ნათქვამია. მასთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. რონალდუს ჩემთვის წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს. ამის თაობაზე პრესაში წავიკითხე, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, კრიშტიანუ არ იყიდება. ის ჩვენს გეგმაში შედის და წარმატების მიღწევა მასთან ერთად გვსურს.
ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ვიდრე მას პრობლემა შეექმნებოდა და კარგად ვისაუბრეთ“.
რონალდუ გუნდს მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში შეუერთდება.